ფეხბურთი

10:26 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: „ასეთი პენალტები ფეხბურთს აზიანებს“

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურში უკრაინასთან მატჩის საბოლოო შედეგზე (1:1) ისაუბრა.

„ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია ამ მატჩისთვის. თუმცა გვგონია, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით. რთული მატჩი გახლდათ, ძალიან დაძაბული.

პენალტი? ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოები მაქვს ნანახი. ვფიქრობ, ასეთი 11-მეტრიანები ფეხბურთისთვის საზიანოა“, - ციტირებს ჰაშეკის სიტყვებს უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ჩეხეთის ნაკრებმა მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე ნახევარმცველ ლუკას ჩერვის ძალისხმევით გახსნა. 52-ე წუთზე უკრაინელმა თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა ჩეხეთის მცველის, ლადისლავ კრეიჩის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გარდასახა.

ამისდაკვალად, ლიგის B1 ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებმა საქართველოსას ლიდერობა ჩამოართვა და 7 ქულით პირველ ადგილზე დადგა.

0.12082