ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეორე მატჩში უკრაინა და ჩეხეთი დაზავდნენ.
ლუკაშ ჩერვის გოლით ჩეხეთმა ტაიმი მოიგო, მეორე ნახევრის სტარტზე არტიომ დოვბიკმა პენალტით გაათანაბრა და გუნდებმა გამარჯვების გოლი ვერ გაიტანეს - 1:1.
შესაბამისად, ჯგუფში ჩეხეთი გალიდერდა, რომელსაც ოთხ ტურში 7 ქულა აქვს, საქართველო და ალბანეთი 6-6 ქულით იყოფენ მეორე-მესამე პოზიციას, ხოლო უკრაინა 4 ქულით ბოლო საფეხურზეა.
დარჩენილია ორი ტური. მომდევნო ტურში საქართველო უკრაინას და ალბანეთი ჩეხეთს უმასპინძლებს, ბოლო ტურში კი, საქართველო ჩეხეთს ესტუმრება და ალბანეთი უკრაინას დაუხვდება.
უკრაინა - ჩეხეთი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ჩერვი (18), 1:1 დოვბიკი (53, პენ)
1. | ჩეხეთი | 4 | 2 | 1 | 1 | 7 | 7 | 0 | 7 |
2. | საქართველო | 4 | 2 | 0 | 2 | 5 | 3 | 2 | 6 |
3. | ალბანეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 3 | 4 | -1 | 6 |
4. | უკრაინა | 4 | 1 | 1 | 2 | 5 | 6 | -1 | 4 |