ფეხბურთი

0:08 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "ვეცდებით, ეს ცუდი თამაში შემდგომში გამოვასწოროთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ალბანეთის ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სასიამოვნო იყო ის ჟესტი, რომელიც ჩვენმა გულშემატკივარმა ჰიმნის დროს აჩვენა, მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. რაც შეეხება თამაშს, ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ არც ყველაზე ცუდი, ცოტა არ გაგვიმართლა. გოლის შემდეგ მეტოქე დიდი ძალებით იცავდა თავს, მაქსიმუმი გავაკეთეთ თამაშის შემოტრიალებისთვის, რაც ვერ გავაკეთეთ. ვეცდებით, ეს ცუდი თამაში შემდგომში გამოვასწოროთ და ისევ პირველ ადგილზე ვიყოთ“, - თქვა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.

0.135308