ფეხბურთი

0:00 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "დასაწყისში გოლი რომ გამეტანა, სხვაგვარი თამაში იქნებოდა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ალბანეთთან მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საწყის წუთებში მომენტი რომ გამოეყენებინა, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა.

„ჩემი აზრით, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დავალებები შეგვესრულებინა. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, პირადად მე ორი კარგი მომენტი მქონდა. მატჩის დასაწყისში, რომ გამეტანა, სხვანაირი თამაში იქნებოდა. მათ მცირე მომენტები ჰქონდათ, ერთი გოლში გარდასახეს და ამიტომ წავაგეთ. გვინდოდა, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება, მათ მადლობა 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ, ვეცდებით, რომ დარჩენილ ორ ტურში სიტუაცია გამოვასწოროთ“, - თქვა ზივზივაძემ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.

0.127394