ფეხბურთი

17:03 | 14.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ შჩესნის: „კარიერა უნდა დაგესრულებინა, დიდ გუნდში რომ წასულიყავი“

კრიშტიანუ რონალდუ ვოიცეხ შჩესნის გაეხუმრა, თუმცა, იტალიურ მედიაში წერენ, რომ ამ ხუმრობით მან „იუვენტუსს“ „კბილი გაჰკრა“.

პოლონეთი-პორტუგალიის მატჩამდე ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც ერთად „იუვეში“ 2018-2021 წლებში თამაშობდნენ, ერთმანეთს შეხვდნენ და რონალდუმ პოლონელ მეკარეს უთხრა:

„კარიერა უნდა დაგესრულებინა, დიდ გუნდში რომ წასულიყავი“...

მოგეხსენებათ, ვოიცეხ შჩესნიმ „არსენალში“, „რომასა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა, ზაფხულში კარიერა დაასრულა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ „ბარსელონას“ დათანხმდა, კარიერა განაახლა და ესპანურ გუნდში ითამაშებს.

0.113807