კალათბურთი

23:05 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 19 ქულა 19 წუთში "ბარსელონასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბარსელონასთან“ 91:95 დამარცხდა, ქართველ კალათბურთელს კი, ძალიან კარგი თამაში ჰქონდა.

შერმადინმა 19 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ის თავის გუნდში საუკეთესო იყო, ხოლო ორივე გუნდის რიგებში მხოლოდ ნიკოლას ლაპროვიტოლას ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.

„ტენერიფეს“ ორი მატჩი აქვს ჩატარებული და თითო მოგება-წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, „გრანადას“ ესტუმრება.

0.123943