სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:22 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა ფინეთი ადვილად დაამარცხა, მატჩი ქართველებმა იმსაჯეს

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფის მეოთხე ტურში ინგლისის ნაკრებმა ჰელსინკიში, ფინეთი 3:1 დაამარცხა და საბერძნეთთან მარცხის შემდეგ რეაბილიტირება შეძლო.

ალბიონელებმა ადვილად მოიგეს ჯეკ გრილიშის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის და დეკლან რაისის გოლებით, ფინელებმა ბოლოს პრესტიჟის გოლი გაიტანეს.

ეს მატჩი ქართველმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა. მშვიდი თამაში გამოდგა, ქართველს ყვითელი ბარათის ჩვენებაც არ დასჭირვებია. მას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო, ხოლო VAR-ის ოთახში ალეკო აფციაური მუშაობდა.

ინგლისს ოთხ ტურში 9 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 ნოემბერს, სტუმრად საბერძნეთს შეხვდება. ფინეთი უქულოდ ბოლო საფეხურზეა და წინ ირლანდიასთან საგარეო მატჩი აქვს.

ფინეთი - ინგლისი 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 გრილიში (18), 0:2 ალექსანდერ-არნოლდი (74), 0:3 რაისი (84), 1:3 ჰოსკონენი (87)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115432