ფეხბურთი

20:05 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

11-თვიანი უქმობის შემდეგ გავი დაბრუნებასთან ახლოსაა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან.

ესპანური მედიის ცნობით, გავი ვარჯიშობს და უახლოეს მომავალში თამაშსაც მოახერხებს, თავიდან მცირე დატვირთვით.

გავის გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ესპანეთისა და საქართველოს მატჩში (3:1) უმძიმესი ტრავმა მიიღო.

0.111467