უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა საქართველოსთან მატჩზე (1:0) კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.
„საქართველოსთან მატჩის წინ ბევრი კრიტიკა იყო, ექსპერტებმა გუნდის, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების შესახებ ისაუბრეს. ყველას იხსენებდა, რომ საქართველომ ჩეხეთი დაამარცხა, ჩვენ, თავის მხრივ, ჩეხეთთან წავაგეთ. ასე რომ, ამბობდნენ, საქართველოს წინააღმდეგ შანსი არ გვექნებოდა... მადლობა მინდა გადავუხადო იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერენ გუნდს, შედეგის მიუხედავად, რადგან თამაშები შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოემზადა გუნდი მატჩისთვის, როგორ გაიღო ყველაფერი მოედანზე, ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება.
გოლი? ბურთი მოვიპოვეთ, რამდენიმე მეტოქეს გავცდი, გავისწორე და კარგად დავარტყი. მიხარია, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე და ეს სამი ქულა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მუდრიკმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.