ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში მხოლოდ ტიტულებზე ფიქრი არ შეიძლება.
"ფეხბურთში წარმატება არ არის მხოლოდ ტიტულები. ყველას სჯერა, რომ საბოლოო შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. მე არასდროს არ მესმოდა ეს არგუმენტი. ფეხბურთში მთავარია მუდმივად გაიუმჯობესო საკუთარი თავი და დაძლიო შენი შეზღუდვები.
თითოეული ჩვენგანი გადის საკუთარ გზას და ეს გზა ხშირად ივსება შეცდომებით. მაგრამ სწორედ ეს შეცდომები გვეხმარება ვისწავლოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი თავი“, - თქვა გასპერინიმ.