ერთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს მესამე ტურის მატჩები A და C დივიზიონის რამდენიმე ჯგუფში გაიმართა.
A დივიზიონი
I ჯგუფი
A დივიზიონის პირველ ჯგუფში პორტუგალიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც ვარშავაში, პოლონეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა. ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს აქტივშია, რომელმაც კარიერაში 906-ე, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 133-ე გოლი გაიტანა, რაც შთამბეჭდავი სტატისტიკაა.
ხორვატიის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ზაგრებში შოტლანდიის ნაკრებს, რომელთანაც აგებდა, მაგრამ მერე ორი გოლი გაუტანა და 3 ქულა მოიპოვა, რითაც მეორე ადგილზე გადავიდა.
ხორვატია - შოტლანდია 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 კრისტი (33), 1:1 მატანოვიჩი (36), 2:1 კრამარიჩი (70)
პოლონეთი - პორტუგალია 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (26), 0:2 რონალდუ (37), 1:2 ჟიელინსკი (78), 1:3 ბედნარეკი (88, ა.გ)
1. | პორტუგალია | 3 | 3 | 0 | 0 | 7 | 3 | 4 | 9 |
2. | ხორვატია | 3 | 2 | 0 | 1 | 4 | 3 | 1 | 6 |
3. | პოლონეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 4 | 6 | -2 | 3 |
4. | შოტლანდია | 3 | 0 | 0 | 3 | 4 | 7 | -3 | 0 |
IV ჯგუფი
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა დანიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, მარტინ სუბიმენდის ერთადერთი გოლით დაამარცხა და ჯგუფში გალიდერება მოახერხა.
სერბეთმა შვეიცარიას მოუგო თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით. ზოგადად, შვეიცარია, რომელმაც ევრო 2024-ზე შესანიშნავად ითამაშა, ერთა ლიგაზე კატასტროფულად თამაშობს და სამ ტურში უქულოდაა.
სერბეთი - შვეიცარია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ელვედი (45, ა.გ), 2:0 მიტროვიჩი (61)
ესპანეთი - დანია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 სუბიმენდი (79)
1. | ესპანეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 5 | 1 | 4 | 7 |
2. | დანია | 3 | 2 | 0 | 1 | 4 | 1 | 3 | 6 |
3. | სერბეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 2 | 0 | 4 |
4. | შვეიცარია | 3 | 0 | 0 | 3 | 1 | 8 | -7 | 0 |
C დივიზიონი
C დივიზიონის მეორე ჯგუფში რუმინეთის ნაკრებმა სტუმრად ძალიან ადვილად მოუგო კვიპროსის ნაკრებს - 3:0. დენის მანის, რაზვან მარინის და რადუ დრაგუშინის გოლებით სტუმრებმა პირველივე ტაიმში აზრი დაუკარგეს თამაშს. კვიპროსის ნაკრებს მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაია აღარ წვრთნის. ამავე ჯგუფში კოსოვომ 2:1 დაამარცხა ლიეტუვა.
ჯგუფს რუმინეთი ლიდერობს 9 ქულით, კოსოვოს 6 ქულა აქვს, კვიპროსს სამი და ლიეტუვას - 0.
ლიეტუვა - კოსოვო 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჟეგროვა (20), 0:2 კრასნიქი (65), 1:2 გოლუბიცკასი (84)
კვიპროსი - რუმინეთი 0:3 (0:3)
გოლები: 0:1 მანი (16), 0:2 მარინი (25), 0:3 დრაგუშინი (36)
1. | რუმინეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 9 | 1 | 8 | 9 |
2. | კოსოვო | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 4 | 2 | 6 |
3. | კვიპროსი | 3 | 1 | 0 | 2 | 1 | 7 | -6 | 3 |
4. | ლიეტუვა | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 6 | -4 | 0 |
მესამე ჯგუფში ორივე მატჩი ფრედ და გოლების გარეშე დასრულდა. შედეგად, ჯგუფში არაფერი შეცვლილა: ბელარუსს 5 ქულა აქვს, როგორც ბულგარეთს, ჩრდილოეთ ირლანდიას 4 და ლუქსემბურგს - 1.
ბულგარეთი - ლუქსემბურგი 0:0 (0:0)
ბელარუსი - ჩრდ. ირლანდია 0:0 (0:0)
1 | ბელარუსი | 3 | 1 | 2 | 0 | 1 | 0 | 1 | 5 |
2 | ბულგარეთი | 3 | 1 | 2 | 0 | 1 | 0 | 1 | 5 |
3 | ჩრდ. ირლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 1 | 1 | 4 |
4 | ლუქსემბურგი | 3 | 0 | 1 | 2 | 0 | 3 | -3 | 1 |