კალათბურთი

1:23 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 14-ქულიანი მატჩი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში „ლეიმა კორუნია“ „მორაბანკ ანდორასთან“ დიდი ანგარიშით, 87:112 დამარცხდა, მაგრამ ბექა ბურჯანაძეს შედეგიანი თამაში ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 6-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულით თავის გუნდში საუკეთესო იყო, ხოლო ორივე გუნდში მხოლოდ ჯერიმ ჰერდინგს ჩამორჩა, რომელმაც 28 ქულა მიითვალა.

„ლეიმა კორუნია“ სამი ტურის შემდეგ მოგებით და 2 წაგებით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „უნიკახასთან“ ჩაატარებს.

0.113114