იტალიის სერია A-ს მესამე ტურში ქართველი კალათბურთელების გუნდების დაპირისპირება შედგა.
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად გიგა ჯანელიძის „ვენეცია“ 76:68 დაამარცხა. ლუკა ბანკის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.
შენგელიამ 23 წუთში 17 ქულა და 4 მოხსნა მოხსნა. მან 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ისროლა ზუსტად და მატჩის MVP გახდა.
გიგა ჯანელიძემ 16 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 საჯარიმოს ჩაგდება მოახერხა, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ 3 მოგებით ლიდერობს სერია A-ს, ხოლო „ვენეცია“ პირიქით, 3 წაგებით ბოლო პოზიციაზეა.