ფეხბურთი

22:19 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

არაბებმა ვინისიუსსაც დაადგეს თვალი

საუდური „ალ-ჰილალი“ გაისად მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის ვინისიუსის შეძენას გეგმავს - გვამცნობს Footmercato.

საუდური კლუბი არ წყვეტს ვინისიუსის შეძენის მცდელობას, მიუხედავად მისი გათავისუფლების ხელშეკრულებაში 1 მილიარდი ევროს ოდენობის პუნქტისა.

შესაძლო გარიგების ალბათობა გაიზრდება, თუ „ალ-ჰილალი“ გადაწყვეტს არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი თავდამსხმელ ნეიმართან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის მთავრობის საჯარო საინვესტიციო ფონდს სურს გააფორმოს კონტრაქტი ვინისიუს ჯუნიორთან ხუთი წლით, როგორც ფეხბურთელთან და 10 წლით, როგორც 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ელჩთან. გადასახდელი თანხა რამდენი იქნება, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

0.088408