ძიუდო

19:22 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დვალაშვილის ვერცხლი და გოჩილაიძის ბრინჯაო აბუ დაბის გრანდ სლემზე

აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოსთვის მეორე საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა - ზაურ დვალაშვილმა ვერცხლის, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში დვალაშვილმა უნგრელი ბენედეკ ტოტი, მასპინძელთა სახელით მოასპარეზე ქართველი ნუგზარ ტატალაშვილი და რუსი დავიდ კარაპეტიანი დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან დამარცხდა ვაზარით, შესაბამისად, ვერცხლს დაეუფლა.

ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძემ უზბეკ მეტოქეს აჯობა, შემდეგ რუსი მეტოქეც დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ცკაევთან წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გოჩილაიძემ ტატალაშვილის დამარცხება მოახერხა.

საქართველო აბუ დაბის გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით და 9 ძიუდოისტით გამოდის, ეს კი, პირველი მედლებია. ბოლო საშეჯიბრო დღეს ლუკა ბაბუციძე და მიხეილ ჯაფარიძე იასპარეზებენ.

0.12933