ფეხბურთი

17:35 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

თომას ტუხელმა შესაძლოა ინგლისის ნაკრები ჩაიბაროს

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა თომას ტუხელი დაინიშნოს. Welt TV-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ეს ცნობა თუ დადასტურდა, ტუხელი ინგლისის ნაკრების ისტორიაში მესამე უცხოელი მწვრთნელი გახდება სვენ-გორან ერიქსონისა და ფაბიო კაპელოს შემდეგ.

ტუხელი ამჟამად უმუშევარია და როგორც ჩანს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მას ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს, როცა „ჩელსის“ თავკაცობდა.

ინგლისის ნაკრებს ამჟამად დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ლი კარსლი, რომლის ხელმძღვანელობით ალბიონელებმა ორი დღის წინ „უემბლიზე“ საბერძნეთის ნაკრებთან წააგეს.

0.110993