ფეხბურთი

16:58 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა კამბიაზომ და "იუვენტუსმა" "რეალი" უარით გაისტუმრეს

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მცველმა ანდრეა კამბიაზომ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე უარი თქვა.

როგორც Tuttosport-ი იტყობინება, 24 წლის მცველს კარლო ანჩელოტი დანი კარვახალის შემცვლელად განიხილავს და სურს მისი ტრანსფერი იანვარში განახორციელოს. კამბიაზო მადრიდელთა სიაში ერთადერთი არაა, მაგრამ ინტერესი არსებობს.

თუმცა, წყაროს თანახმად, „იუვემაც“ და იტალიელმა ფეხბურთელმაც „რეალს“ უარი უკვე შეუთვალეს - იანვარში ტრანსფერი გამორიცხულია. ტურინელებს გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული ფეხბურთელის დაკარგვა არ სურთ, ხოლო კამბიაზო „იუვეს“ გულშემატკივარია და როგორც ცოტა ხნის წინ მისმა აგენტმა თქვა, „ბიანკონერიში“ 15 წლით დარჩენა სურს. კამბიაზომ ზაფხულში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეთავაზებაც დაკლობა და ტურინელებთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა.

ანდრეა კამბიაზო „იუვენტუსში“ 2023 წლიდან თამაშობს და 48 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. მას შეუძლია, დაცვის ორივე ფლანგზე, ასევე ნახევარმცველად თამაში, გარდა ამისა, მთელი ფლანგის მარტო კონტროლი, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, ასე რომ, ძალიან უნივერსალი ფეხბურთელია.

იტალიის ნაკრებში კამბიაზოს დებიუტი წელს ჰქონდა და უკვე მოასწრო 10 მატჩის ჩატარება, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა.

0.11148