ფეხბურთი

13:43 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: "ჩეხეთი ისე გვეთამაშა, თითქოს მეტოქედ ბრაზილია ჰყავდა"

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ჩეხეთთან მატჩის (0:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქემ ისე ითამაშა, თითქოს მეტოქედ ბრაზილია ჰყავდა და არა ალბანეთი.

„ალბანეთის ნაკრების შესწავლად ახლა მეტოქეები 2-3 დღეს უთმობენ, ახლა უკვე საქართველოსთან მატჩზე ვიფიქრებთ, რადგან რთული გასვლითი თამაში გველოდება. დღეს გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ჩეხები ძალიან მოტივირებულები იყვნენ, ისე გვეთამაშებოდნენ, თითქოს, ბრაზილიას ეთამაშებოდნენ. სიამაყის საფუძველია, რომ მეტოქე გვსწავლობს და ფიქრობს, რომ ალბანეთს მათი დამარცხება შეუძლია“, - თქვა სილვინიომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.

0.129123