საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრებს ესტუმრება.
ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია. ვილი სანიოლმა სასტარტოში არანაირი ცვლილება მოახდინა და ზედიზედ მეხუთე მატჩს დაიწყებს ერთნაირი შემადგენლობით:
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე
უკრაინა (4-1-4-1): ტრუბინი; კონოპლია, ზაბარნი, ტალოვიეროვი, მატვიენკო; კალიუჟნი; ჰუცულიაკი, სუდაკოვი, შაპარენკო, მუდრიკი; დოვბიკი
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ლიდერია, ხოლო სერგეი რებროვის გუნდი უქულოდ აუტსაიდერი. საქართველოს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია - 0 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.