მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველმა დანი კარვახალმა ჯვარედინი მყესის ოპერაცია წარმატებით გაიკეთა. ამის შესახებ "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტი იუწყება.
მადრიდული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კარვახალი გამოჯანმრთელების პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ესპანელი "ვილიარეალთან" მატჩში (2:0) დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რვა-ათ თვეს გამოტოვებდა.