ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, დღეს დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი უსინათლოთა ძალოსნობაში.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ყველა მოძრაობის ჯამში თორმეტი მედალია. ქართველი პარა სპორტსმენი მირიან ოგნაძე ოთხი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და წოლჭიმში ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა (213კგ).
ამავე ტურნირზე ზაზა მარტიაშვილმა ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი მაისურაძე კი სამი ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.