ფეხბურთი

11:37 | 11.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ისევ ისე ვითამაშეთ, როგორც სექტემბერში, მაგრამ გაძევებამ მატჩი შეცვალა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ბელგიასთან მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალია 24-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ლორენცო პელეგრინის გაძევებამ თამაშის სურათი შეცვალა და ბელგიელებმა ქულა მოიპოვეს.

„ჩვენს კართან ბევრი საგოლე მომენტი არ მიგვიღია, ღია თამაშიდან პრობლემა არ გვქონია, არამედ სტანდარტულ სიტუაციებში გაგვიჭირდა, სადაც მათ ასევე გაუმართლათ კიდეც.

არის ეპიზოდები, რომლებიც მატჩებს ცვლის და წითელი ბარათის შემდეგ გოლიც გავუშვით. ჩვენ დავადასტურეთ ის კარგი თამაში, რომელიც წინა თვეში ვაჩვენეთ. გუნდი თამაშობდა, ჰქონდა ხასიათი და აკეთებდა იმას, რაც ახასიათებდა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიას სამი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი 14 ოქტომბერს, უდინეში, ისრაელის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.116458