ფეხბურთი

21:15 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ამჟამად ჩემს თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ"

იურგენ კლოპი "რედ ბულის" კლუბების გლობლური მმართველი გახდება. ის დაეხმარება გუნდებს თავისი გამოცდილებით და რჩევებით.

გერმანელი მოხარულია, რომ ეს შანსი მიიღო და აღნიშნა, რომ ამჟამად თავის თავს მწვრთნელის რანგში ვერ ხედავს.

"მწვრთნელი ვიყავი, 25 წლის განმავლობაში. ახლა მინდა ვცადო ახალი მიმართულება და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ახლა მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ჩემი გატაცება ფეხბურთისადმი იგივე რჩება, ამიტომ მსურს დავეხმარო იმ ნიჭის განვითარებას, რაც რედ ბულს აქვს.

ჩემს თავს ვხედავ, როგორც რედ ბულის მწვრთნელების და მენეჯმენტის ასისტენტი. რამდენიმე თვის წინ უკვე ვთქვი, რომ ახლა მწვრთნელად ვერ ვხედავ თავს. ეს არ შეცვლილა და მოხარული ვარ, რომ რედ ბულმა მომცა ეს შანსი", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი 2015-2024 წლებში "ლივერპულის" მწვრთნელი იყო, ხოლო მანამდე წარმატებით "დორტმუნდსა" და "მაინცში" იმუშავა.

0.119332