ფეხბურთი

18:39 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ნაპოლის" დირექტორი ჯუღელს "მილანთან" მატჩის შემდეგ შეხვდება

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი და „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში შეხვდებიან.

როგორც La Repubblica იტყობინება, მხარეებს შორის შეხვედრა „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩის შემდეგაა ჩანიშნული. ეს თამაში კი, 29 ოქტომბერს გაიმართება.

ჯერჯერობით, მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე დისტანცია არსებობს, რადგან „ნაპოლი“ 6 მილიონ ევროს სთავაზობს, კვარას გარემოცვა 8 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის წევრი 2022 წლიდანაა და 97 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.158628