„ნიუ-იორკ სიტის“ 17 წლის მცველმა კრისტიან მაკფარლეინმა შესაძლოა კარიერა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს. მისით „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
გვარდიოლას გუნდი მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას ამერიკული MLS-დან ახალწვეული შეიძინოს. პოტენციური ტრანზაქციის ოდენობა არ არის მითითებული.
საინტერესოა, რომ მაკფარლეინს აქვს ორმაგი მოქალაქეობა - აშშ-ის და ინგლისისა, ამისდაკვალად, კრისტიანს შეუძლია ამ ორივე ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაში. მცველი ორივე ქვეყანას წარმოადგენდა ახალგაზრდულ დონეზე, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი სანაკრებო მომავალი უფროს დონეზე.