NBA-ს პრესეზონის ფარგლებში „ორლანდო მეჯიქი“ სადაც გოგა ბითაძე თამაშობს, სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიოს“ შეხვდა და 10-ქულიანი სხვაობით - 97:107 დამარცხდა.
საგამოფენო თამაში "ორლანდოს" უპირატესობით წარიმართა და ანგარიშში სხვაობა 16 ქულაც იყო. თუმცა "სპურსმა" მესამე მეოთხედის ბოლოს ჯერ სხვაობა აღმოფხვრა, ბოლო მეოთხედში კი წინ გასვა შეძლო.
ბითაძემ ძირითად ხუთეულში დაიწყო, მის ანგარიშზე კი 8 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება იყო. საქართველოს ნაკრების წევრმა პარკეტზე არასრული 23 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.
გამარჯვებულთა შორის სანდრო მამუკელაშვილმა 16:43 წუთში 9 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი კი ჯეტ ჰოვარდი იყო, რომელმაც 19 ქულა მიითვალა, თუმცა ეს "მეჯიქს" მოსაგებად არ ეყო.
სან ანტონიო“ მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს „იუტა ჯაზთან“ გამართავს, ხოლო „ორლანდო მეჯიქისა" და "ნიუ ორლეანს პელიკანსის" მატჩი, ქარიშხლის გამო გაუქმდა.