ჩოგბურთი

14:18 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს:

„მოგესალმებით ყველას. მინდა გითხრათ, რომ პროფესიონალურ ჩოგბურთს ვტოვებ. რთული წლები იყო, განსაკუთრებით ბოლო ორი. ვფიქრობ, შეზღუდვების გარეშე თამაში არ შემიძლია. ცხადია, ეს რთული გადაწყვეტილებაა, მის მიღებას დრო დასჭირდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ვფიქრობ, ჩემი კარიერის დასასრულებლად შესაფერისი დროა. ეს იყო გრძელი და წარმატებული კარიერა, იმაზე დიდი, ვიდრე წარმომედგინა“.

რაფაელ ნადალმა კარიერაში 92 ტიტული მოიგო, მათ შორის, 22-ჯერ დიდი სლემი. 38 წლის ესპანელი ორ-ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობის და უიმბლდონის გამარჯვებული გახდა, 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობის, ხოლო მისი საყვარელი ტურნირი როლან გაროსი იყო, რომელიც 14-ჯერ მოიგო. ნადალი ასევე ოლიმპიური ჩემპიონია (2008 წელს).

ნადალის ბოლო ტურნირი დევისის თასი იქნება, სადაც ის ესპანეთის ნაკრებში 19-24 ნოემბერს ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11106