ფეხბურთი

11:08 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკი „ატლეტიკო მინეირუს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა 21-ე საუკუნეში

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-6 ტურის გადადებული მატჩში „ ატლეტიკო მინეირუმ“ „გრემიუს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდში ერთ-ერთი გოლის ავტორი ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი გახლდათ (49 მატჩი, 11 გოლი ბრაზილიის ნაკრებში).

Globo Esporte-ის ცნობით, ამ გოლის წყალობით ჰალკი „ატლეტიკო მინეირუს“ 21-ე საუკუნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 38 წლის თავდამსხმელმა 113-ე გოლი გაიტანა. მან კლუბის ოდინდელ მეგოლეს დიეგო ტარდელს გადაუსწრო (112 გოლი).

მიმდინარე სეზონში ჰალკმა 41 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 18 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო მინეირუმ“ 28 მატჩში 40 ქულა მოაგროვა და ბრაზილიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

0.127475