ფეხბურთი

2:15 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "ვინც კვარაცხელიას აკრიტიკებს, პრობლემები აქვს"
"ნაპოლის" ნებისმიერი ფეხბურთელის გარეშე თამაში შეუძლია, კვარაცხელიას და ლობოტკას გარდა"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო მონტერვინომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი შემტევი დაიცვა.

როგორც მან თქვა, „ნაპოლისთვის“ შეუცვლელი ფეხბურთელი მხოლოდ ორია - კვარაცხელია და სტანისლავ ლობოტკა.

„ვინც ქართველ ფეხბურთელს აკრიტიკებს, პრობლემები აქვს. ის „ნაპოლის“ უძლიერესი ფეხბურთელია და ამას ადასტურებს, მიუხედავად გარკვეული რეაქციებისა, რომელიც ალბათ კონტრაქტს უკავშირდება. თუმცა, მას არავითარი პრობლემა არ აქვს. „ნაპოლის“ შეუძლია ნებისმიერი ფეხბურთელის გარეშე ითამაშოს, კვარაცხელიას და ლობოტკას გარდა.

რა თქმა უნდა, კვარაცხელიას და ნერეშს ერთად თამაში შეუძლიათ. თუმცა, ამ შემთხვევაში მაკტომინეის როლი სხვანაირი გახდება. ნებისმიერი მწვრთნელი იტყვის, რომ ნებისმიერი ფეხბურთელებით შეიძლება თამაში სწორი ბალანსის შემთხვევაში“, - თქვა მონტერვინომ.

0.109209