ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მარიო მიტაიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოსთან მარცხი გუნდზე ფსიქოლოგიურად არ იმოქმედებს.
„ყოველთვის, როცა მოედანზე გავდივართ, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. კარგად დავიწყეთ, უკრაინასთან მოგებით, მაგრამ შემდეგ წავაგეთ. ამ მარცხმა ჩვენს ფსიქოლოგიაზე არ უნდა იმოქმედოს, არამედ უნდა დაგვეხმაროს ისევ გამარჯვების მოპოვებაში“, - თქვა მიტაიმ.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს, პრაღაში ჩეხეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში - საქართველოს. სექტემბერში, საქართველომ ალბანეთი გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. ზოგადად, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობ უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.