ალბანეთის ნაკრებს ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩის წინ იდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - „გრანადას“ თავდამსხმელი მირტო უზუნი.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ გამოცდილ ფორვარდს კუნთების დაზიანება აქვს, რის გამოც შეკრება უკვე დატოვა. სილვინიომ მის ნაცვლად ინდტრიტ ტუჩი გამოიძახა, რომელიც პრაღის „სპარტას“ ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს, პრაღაში ჩეხეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში - საქართველოს. სექტემბერში, საქართველომ ალბანეთი გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. ზოგადად, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობ უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.