„ნაპოლის“ ფეხბურთელმა სტანისლავ ლობოტკამ სლოვაკურ მედიასთან გუნდში არსებულ გარემოზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გასულ სეზონთან შედარებით „ნაპოლიში“ განსხვავებული სიტუაციაა.
„ეს სეზონი შეიძლება განსაკუთრებული იყოს, მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ. შარშანდელთან შედარებით, როცა ცოტა შიმშილი გვაკლდა, წელს ყველაფერი განსხვავებულია. კონტემ ახალი იდეები მოიტანა და განსხვავებული ატმოსფეროა. ის უფრო მაღალ დონეზე თამაშისკენ გვიბიძგებს. ჯერჯერობით, შედეგები ჩვენს მხარესაა, ასე გვინდა გავაგრძელოთ, მწვრთნელს შეუძლია უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანოს“, - თქვა ლობოტკამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს შვიდი ტურის შემდეგ 16 ქულით ლიდერობს, უახლოეს შეხვედრას კი, 20 ოქტომბერს, სტუმრად „ემპოლისთან“ გამართავს.