„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პრობლემა „ნაპოლიში“ სკოტ მაკტომინეია. როგორც მან აღნიშნა, შოტლანდიელი ახლა იმ სივრცეებს ფარავს, რომელსაც კვარაცხელია მის მოსვლამდე ძალიან კარგად იყენებდა.
„რა არის კვარას პრობლემა? პოზიცია, სკოტ მაკტომინეი. შოტლანდიელი იკავებს იმ პოზიციას და ითვისებს იმ სივრცეებს, რომელსაც კვარას ეკუთვნოდა, ცენტრში. მაგალითად, „კომოსთან“ მესამე გოლის მომენტში, რომელიც დავიდ ნერეშმა გაიტანა, ის პოზიცია პირველ ტაიმში მაკტომინეის ჰქონდა დაკავებული. შოტლანდიელის პოზიციიდან გამომდინარე პირველ ტაიმში კვარა არ ჩანდა. შოტლანდიელი ხშირად ლუკაკუზე წინ იკავებს პოზიციას, რაც არც კვარასთვისაა კარგი“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.