ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„შტურმის“ ფეხბურთელს „ბრუნოს“ ჯილდო გადაეცა, რომელიც ავსტრიაში პრესტიჟულია და ყოველი სეზონის შემდეგ გადაეცემა საუკეთესო მოთამაშეს.
აღსანიშნავია, რომ ოთარი მანამდე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უშუალოდ ბუნდესლიგის ვერსიითაც დასახელდა. „ბრუნოს“ ჯილდოსთვის ბრძოლაში კიტეიშვილმა თანაგუნდელებს, იონ გორენც სტანკოვიჩს და ალექსანდრ პრასს აჯობა (ეს უკანასკნელი ზაფხულში „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა).
გასულ სეზონში ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩში 11 გოლით და 9 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. ქართველი ავსტრიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.