MLS-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისთვის გამოკითხვა დაიწყო, რომელიც 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
34 ნომინანტს შორის „ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძეცაა. გამარჯვებული ლიგის ფეხბურთელების, მწვრთნელების და ჟურნალისტების გამოკითხვით გამოვლინდება.
ლობჟანიძის გარდა, ნომინანტებში ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ფედერიკო ბერნარდესკი და კრისტიან ბენტეკე არიან.
საბა ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში 37 მატჩში თავი 3 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა. ის ამერიკაში უკვე მეორე სეზონია თამაშობს.