გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს საგამოფენო პირველი მატჩი ჩაატარა და სტუმრად „ნიუ ორლეანთან“ 104:106 დამარცხდა.
ქართველ კალათბურთელს თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ ბოლო პერიოდში მისცეს და მოედანზე 10 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში გოგამ 7 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო არ უსვრია, ხოლო 4 ქულა ორქულიანებით დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მოხსნებით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
„ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს, სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიოსთან“ ჩაატარებს.