ფეხბურთი

20:28 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "არ ვფიქრობ, რომ ბევრი მატჩია, არიან გუნდები, რომლებსაც 25 ფეხბურთელი ჰყავთ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მისი აზრით ბევრი მატჩი არ არის და უბრალოდ, საჭიროა გუნდებს საკმარისი ფეხბურთელი ჰყავდეთ, რომ ხშირად ითამაშონ.

„ჩემი აზრით, ბევრი თამაში არაა. უბრალოდ, სათანადოდ აღჭურვილი უნდა იყო იმისთვის, რომ ბევრი ითამაშო და სკამზე მყოფ ფეხბურთელებსაც მიეცეთ თამაშის საშუალება. დივერსიფიკაცია უნდა მოვახდინოთ: არიან გუნდები, რომლებიც არ არიან აღჭურვილი და არ ჰყავთ 25 ფეხბურთელი, როგორც სხვებს, მაგრამ არიან გუნდები, რომლებსაც ჰყავთ 25 ფეხბურთელი და ამის გამო ხშირად თამაში შეუძლიათ. მაგალითად, „ინტერს“, „იუვენტუსს“ და „მილანს“ ჰყავთ საკმარისი ფეხბურთელები ბევრი მატჩის სათამაშოდ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ფეხბურთელები და მწვრთნელები გადატვირთულ კალენდარზე ღიად საუბრობენ. თუმცა, სპალეტი არ ფიქრობს, რომ მატჩების გრაფიკი ძალიან მჭიდროა.

0.115132