ჯანლუიჯი ბუფონს შეკითხვა „ნაპოლის“ სეზონის შესახებ დაუსვეს, რასაც მან არ უპასუხა. ლეგენდარულმა მეკარემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ახლა ადვილია და მედიას მოუწოდა გაიხსენონ, რას ამბობდა ჯიჯი ივნისში.
„ამაზე არ ვილაპარაკებ, ახლა ეს ადვილია. მოუსმინეთ, ივნისში რა ვთქვი და გაიგებთ, რას ვფიქრობდი „ნაპოლიზე“. მშვენიერი სეზონია, ბევრ გუნდს აქვს ამბიცია და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი გვაქვს. ვფიქრობ, ზოგადად თამაშის დონეც მაღალია“, - თქვა ჯიჯიმ.
ივნისში კი, ბუფონი ანტონიო კონტეს „ნაპოლიზე“ ამბობდა, რომ თუ საქმე ცუდად წავიდოდა, „ნაპოლი“ სერია A-ში მეორე-მესამე ადგილზე მაინც გავიდოდა. შესაბამისად, ჯიჯი სეზონის წინ „აძურის“ სკუდეტოს მაძიებლად მიიჩნევდა.
„ნაპოლი“ სერია A-ს 7 ტურის შემდეგ 16 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „ემპოლის“ ესტუმრება.