ფეხბურთი

18:10 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩამდე შეიცვალა, გუნდს ანდრეი ლუნინიც გამოაკლდა

უკრაინის ნაკრები საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემები ხვდება.

ტრავმების გამო სერგეი რებროვის გუნდს რუსლან მალინოვსკი, ვიტალი მიკოლენკო, ვიქტორ ციგანკოვი, ოლექსანდრ ზინჩენკო გამოაკლდნენ, ხოლო ამჯერად გაირკვა, რომ გუნდს მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინიც ვერ დაეხმარება.

ამიტომაც, რებროვს შემადგენლობის შეცვლა მოუწია, მან გუნდში ივან კალუჟნი, დმიტრი რიზნიკი, ოლექსანდრ ნაზარენკო, ოლეკსანდრ სვატკო და ვიტალი ბუიალსკი გამოიძახა. უკრაინის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გეორგი ბუშჩანი (კიევის დინამო), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა, პორტუგალია), დმიტრო რიზნიკი (შახტარი)

მცველები: მიკოლა მატვიენკო, იუხიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა დონეცკის შახტარი), ოლეკსანდრ ტიმჩიკი (კიევის დინამო), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლისია ჟიტომირი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი, ინგლისი), მაკსიმ ტალოვეროვი (ლასკ ლინც, ავსტრია). ოლექსანდრ სვატოკი (ოსტინი, აშშ)

ნახევარმცველები: მიკოლა შაპარენკო, ვიტალი ბუიალსკი, ვლადისლავ კაბაევი (ყველა კიევის დინამო), ტარას სტეპანენკო, გეორგი სუდაკოვი, დმიტრო კრისკივი, ოლეკსანდრ ზუბკოვი (დონეცკის შახტარი), ოლექსიი ჰუცულიაკი, ალექსანდრ ნაზარენკო (ორივე პოლისია), ივან კალიუჟნი (ოლექსანდრია), მიხაილო მუდრიკი (ჩელსი, ინგლისი)

თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი ("რომა", იტალია), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი (კიევის დინამო)

უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. რებროვის გუნდი 11 ოქტომბერს საქართველოს, ხოლო 3 დღის შემდეგ ჩეხეთს უმასპინძლებს.

0.117802