ფეხბურთი

16:49 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგ 1-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც მოსალოდნელი იყო.

ზურიკომ „ოსერის“ წინააღმდეგ საოცარი თამაში ჩაატარა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, რითაც მის გუნდს მოაგებინა - 3:1. დავითაშვილი გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გამოარჩია, რომლისგან შეფასების სახით 8 ქულა მიიღო და ის მიმდინარე სეზონში ამ გამოცემის ვერსიით მეორედ მოხვდა სიმბოლურში.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველად 21 წლის წინ, 2003 წელს, ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა „ფრაიბურგის“ მაისურით „ვოლფსბურგს“ სამჯერ გაუტანა (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე იყო).

დავითაშვილი „სენტ ეტიენისთვის“ უპირობო ლიდერია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: ოლივიე დალ’ოლიოს გუნდს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5-ში ზურიკო მონაწილეობდა - 3 გოლი და 2 საგოლე პასი! ის გამონაკლისი გოლიც „მწვანეებმა“ პენალტით გაიტანეს.

„სენტ ეტიენი“ 7 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „ლანსს“ უმასპინძლებს.

0.113074