ფეხბურთი

11:37 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "ეს ფეხბურთი არაა, არ მინდა ამ ცირკში წვლილი შევიტანო"

„მილანის“ მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკას არ მოეწონა პენალტები, რომლებიც „ფიორენტინასთან“ მატჩში (1:2) დაინიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ სამიდან ორი პენალტი „მილანმა“ შეასრულა, პორტუგალიელისთვის მიუღებელია ფეხბურთში მსგავსი პენალტების დანიშვნა. მან ისიც თქვა, რომ მისი გუნდი პენალტისტი კრისტიან პულიშიჩია, მაგრამ ფლორენციელთა წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანები ტეო ერნანდესმა და ტამი აბრაჰამმა შეასრულეს, მაგრამ ვერც ერთმა გაიტანა.

„ჩვენი პენალტისტი პულიშიჩია, არ ვიცი, ფეხბურთელებმა რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ მას უნდა დაერტყა. ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს, რადგან კრისტიანმა უნდა დაარტყას, საშინლად გაბრაზებული ვარ.

ზოგადად, დანიშნულ პენალტებს რაც შეეხება, მე, ვისაც ფეხბურთი უყვარს, არ მინდა ამ ცირკში წვლილი შევიტანო. დღეს ყველაფერი პენალტია, ოდნავი კონტაქტი პენალტია, ეს არ არის ფეხბურთი და არ მინდა ამაზე საუბარი“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ სერია A-ში შვიდი ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი „უდინეზესთან“ გამართავს.

0.124009