იტალიის სერია A-ს მეორე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „პისტოია“ ადვილად, 84:68 დაამარცხა.
ლუკა ბანკის გუნდი დიდ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და გამარჯვება არ გასჭირვებია.
ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 8 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ 2 მოგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 ოქტომბერს, „ვენეციას“ სტუმრად დაუპირისპირდება.