ფეხბურთი

23:17 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" "ბრაიტონთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და წააგო

ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ბრაიტონთან“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მარცხი განიცადა.

ბრენან ჯონსონის და ჯეიმს მედისონის გოლებით „მამლებმა“ ტაიმი 2:0 მოიგეს, თითქოს, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ, მაგრამ ეს უპირატესობა 40-ე წუთიდან 66-ე წუთამდე გაანიავეს.

იანკუბა მინტემ, ჯორჯინიო რუტერმა და დენი უელბეკმა გაუტანეს ლონდონელებს სამი გოლი და „თოლიებმა“ 3:2 მოიგეს.

„ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო „ბრაიტონს“ 12 ქულა აქვს და მეექვსეა.

0.112735