ფეხბურთი

22:05 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ზედიზედ მეორე ფრე და კვირა მოგების გარეშე (+VIDEO)
"აინტრახტი" - "ბაიერნი" 3:3

გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „აინტრახტს“ ესტუმრა და ისევ ვერ მოიგო.

ბოლო ერთ კვირაში ვენსან კომპანის გუნდმა სამი მოუგებელი მატჩი ჩაატარა, ფრეები ბუნდესლიგაში და მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე.

„ბაიერნი“ ფრანკფურტში სწრაფად დაწინაურდა კიმ მინ-ჯეს გოლით, მაგრამ ასევე მალევე მასპინძლებმა ომარ მარმუშის და უგო ეკიტიკეს გოლებით წინ გასვლა მოახერხეს, რასაც დაიო უპამეკანომ ტაიმის ბოლოს უპასუხა.

მეორე ნახევარში მაიკლ ოლისემ „რეკორდმაისტერი“ წინ გაიყვანა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე მარმუშმა დუბლი გაიფორმა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„ბაიერნს“ ბუნდესლიგაში ექვსი ტურის შემდეგ 14 ქულით პირველ-მეორე ადგილი უკავია „ლაიფციგთან“ ერთად, ხოლო მომდევნო ტურში 19 ოქტომბერს, „შტუტგარტს“ უმასპინძლებს.

„აინტრახტი“ – „ბაიერნი“ 3:3 (2:2)

გოლები: 0:1 კიმი (15), 1:1 მარმუში (22), 2:1 ეკიტიკე (35), 2:2 უპამეკანო (38), 2:3 ოლისე (53), 3:3 მარმუში (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112017