ფეხბურთი

18:54 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" ზედიზედ მეოთხე მოგება, მიქაუტაძე მხოლოდ 83-ე წუთიდან ათამაშეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „ლიონმა“ „ნანტს“ უმასპინძლა, რომელიც ადვილად 2:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ნიკოლას ტალიაფიკომ გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ნიკოლა პალუას ავტოგოლით „ლომებმა“ მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძეს ისევ ძალიან ცოტა დრო მიეცა თავის გამოსაჩენად. გიორგიმ 83-ე წუთზე შეცვალა ალექსანდრ ლაკაზეტი და მატჩის მიწურულს ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა, მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია. გიორგი ჯერ კიდევ სადებიუტო გოლის მოლოდინშია და 7 უგოლო მატჩია მის აქტივში.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 7 ტურის შემდეგ 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, „ლე ავრს“ სტუმრად დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ პიერ საჟის გუნდმა ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (ორი ლიგა 1-ში, ორი - ევროპა ლიგაზე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.116673