„ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი კიდევ ერთხელ დაშავდა და შიშობენ, რომ დაზიანება სერიოზულია.
ბრაზილიელმა შეცვლა „კრისტალ პალასთან“ მატჩის მიწურულს მოითხოვა და ჯერ უცნობია ზუსტად ტრავმის ხარისხი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ბარძაყი აქვს დაზიანებული, რის გამოც შეიძლება დიდხანს იუქმოს.
ალისონს ტრავმა ცოტა ხნის წინაც ჰქონდა, მაგრამ მოედანზე დაბრუნება მალევე მოახერხა.