ფეხბურთი

21:25 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" და "არსენალის" გამარჯვებები, "ბრენტფორდმა" ისევ ძალიან სწრაფად გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგაში მეშვიდე ტურის მატჩები საინტერესო გამოდგა.

ლონდონის „არსენალმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა, რომელთანაც გაუჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ მოიგო. მეორე ტაიმის სტარტზე „წმინდანები დაწინაურდნენ, თუმცა სამ წუთში კია ჰავერცმა გაათანაბრა.

მერე გაბრიელ მარტინელიმ და ბუკაიო საკამ გაიტანეს, შედეგად მიკელ არტეტას გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.

„არსენალს“ გამარჯვებით უპასუხა „მანჩესტერ სიტიმაც“, რომელმაც „ფულჰემთან“ 3:2 გაიმარჯვა. თავიდან ლონდონელები დაწინაურდნენ ადრეას პერეირას გოლით. ამ ეპიზოდში რაულ ხიმენესის საოცარი პასია (ქუსლით) გამოსარჩევი. ძნელი გასახსენებელია ასეთი ეფექტური საგოლე პასი.

პეპ გვარდიოლას გუნდს მშველელად მატეო კოვაჩიჩი მოევლინა, რომელმაც პირველ ტაიმში გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ხორვატმა დუბლი გაიფორმა. მატჩის მიწურულს გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. "სიტი" და "არსენალი" მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "ლივერპულს".

ცალკე უნდა ითქვას „ბრენტფორდზე“, რომელმაც „ვულვზი“ უხვგოლიან შეხვედრაში 5:3 დაამარცხა. აქ მთავარი ისაა, რომ გოლი ისევ მატჩის სტარტზე მეორე წუთზე გაიტანეს.

საქმე ისაა, რომ „ბრენტფორდმა“ წინა სამ ტურში ზედიზედ პირველივე წუთზე შეძლო გოლის გატანა, ახლა ძალიან ცოტა დააკლდა იმავეს გაკეთებამდე, 16 წამი...

უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, „ბრენტფორდის“ გოლები ბოლო ოთხ ტურში:

„მანჩესტერ სიტისთან“ – 22-ე წამზე.

„ტოტენჰემთან“ – 22-ე წამზე.

„ვესტ ჰემთან“ – 35-ე წამზე.

„ვულვზთან“ - 76-ე წამზე.

დღესვე: „ვესტ ჰემმა“ სასიცოცხლო გამარჯვება მოიპოვა, საკუთარ მოედანზე „იფსვიჩი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო „ლესტერმა“ 1:0 სძლია „ბორნმუთს“.

„მანჩესტერ სიტი“ – „ფულემი“ 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 პერეირა (26), 1:1 კოვაჩიჩი (32), 2:1 კოვაჩიჩი (47), 3:1 დოკუ (82), 3:2 როდრიგო მუნიოსი (88)

„არსენალი“ – „საუთჰემპტონი“ 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 არჩერი (55), 1:1 ჰავერცი (58), 2:1 მარტინელი (68), 3:1 საკა (88)

0.120285