ფეხბურთი

20:02 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პერსეპოლისმა" ირანის ჩემპიონატში 95-ე წუთზე გიორგი გველესიანის გოლით მოიგო (+VIDEO)

ირანის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „პერსეპოლისმა“ „ჩარდორმალუ“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე, როცა მასპინძლები მთელი ძალებით შეტევაში წავიდნენ, გიორგი საჯარიმოში იყო, კარის წინ აღმოჩნდა და მოგერიებულ ბურთს დაამატა.

33 წლის ქართველმა მცველმა ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეხუთე შეხვედრაში პირველად გაიტანა.

„პერსეპოლისი“ ექვს თამაშში მოპოვებული 14 ქულით „მალავანთან“ ერთად ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს, სწორედ თანალიდერს ესტუმრება.

0.128056