ფეხბურთი

19:35 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენის" სენსაციური ფრე, "დორტმუნდის" მარცხი (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ლევერკუზენმა“ ქულები მოულოდნელად დაკარგა.

ჩაბი ალონსოს გუნდმა „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლა, რომელთანაც აშკარა ფავორიტი იყო. თამაშიც დიდებულად დაიწყო, რადგან მერვე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო.

„კილმა“ პირველი ტაიმის ბოლოს შეამცირა სხვაობა, ხოლო 69-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა. დარჩენილ დროში „ფარმაცევტებმა“ გამარჯვების გოლი ვეღარ შეაგდეს.

„ლევერკუზენს“ ექვს ტურში 11 ქულა აქვს მოპოვებული და მხოლოდ მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ჰოლშტაინ კილისთვის“ ეს სულ რაღაც მეორე ქულა იყო მიმდინარე სეზონში.

ბუნდესლიგის მეექვსე ტურში დღეს კიდევ ერთი ფავორიტი დამარცხდა - „დორტმუნდი“. ნური შაჰინის გუნდმა ბერლინში, „უნიონთან“ ვერაფერი გააწყო და 1:2 წააგო. „დორტმუნდს“ ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით ბუნდესლიგაში ცუდი სტარტი აქვს - მხოლოდ 10 ქულა ექვს ტურში.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება, „ვოლფსბურგმა“ სტუმრად „ბოხუმს“ აჯობა 3:1, ხოლო „ფრაიბურგმა“ ასევე გასვლაზე „ვერდერს აჯობა (1:0).

„ლევერკუზენი“ – „ჰოლშტაინ კილი“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 ბონიფეისი (4), 2:0 ჰოფმანი (8), 2:1 გეშვილი (45), 2:2 არპი (69, პენ)

„უნიონი“ – „დორტმუნდი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვოგტი (26, პენ), 2:0 ვერტესენი (45), 2:1 რიერსონი (62)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126518