საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტური წყალტუბოში დაიწყო, სადაც „დინამო თბილისი“ „სამგურალს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
გუნდებმა პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს: დომინიკ რაიტერმა „დინამო“ დააწინაურა, რასაც პენალტით დემურ ჩიხლაძემ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. თბილისურმა გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მაინც მოიპოვა. 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი ვასილიოს გორდეზიანმა შეაგდო.
„დინამო თბილისი“ 28 ტურის შემდეგ 35 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „სამგურალს“ 31 ქულა აქვს და მეექვსეა. მომდევნო ტურში თბილისელები 19 ოქტომბერს, „თელავს“ უმასპინძლებენ, ხოლო წყალტუბოელები 20 ოქტომბერს, „დილას“ ესტუმრებიან.
„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 რაიტერი (29), 1:1 ჩიხლაძე (40, პენ), 1:2 გორდეზიანი (86)